"აგენტების კანონზე" საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტოს გამოეხმაურა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი ედრიან უოტსონი.
"მოხარულები, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უცხოეთის აგენტების კანონზე ვეტოს დადების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ დაძლიო პრეზიდენტი ვეტო", - წერს უოტსონი სოციალურ ქსელში.
დღეს, 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „აგენტების კანონს“. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.