რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსეთისა და "ქართული ოცნების" დროშები დაწვეს.
რუსთაველის გამზირი ამჟამად გადაკეტილია. პარლამენტთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია ლოზუნგით “არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს".
საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით მივიდნენ.
აქციაზე მსვლელობით მივიდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც.