პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება და წერს, რომ ეს არის შტორმიდან თავის დაღწევის გზა:
"პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო აჩვენებს შტორმიდან თავის დაღწევის გზას. საქართველოს შეუძლია უარყოს ეს კანონი და აირჩიოს ევროპა" - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა რუსულ კანონს დღეს ვეტო დაადო.