საქართველოს თუ სურს ევროპულ გზაზე დარჩეს, ერთი ფეხით მოსკოვში ვერ იქნები,- ამის შესახებ თბილისში, ვიზიტის შემაჯამებელ საგანგებო ბრიფინგზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
„თუ ერთ მხარეს სურს დემოკრატიული საქართველო და მეორე მხარეს განსხვავებული რამ, ასეთ პირობებში კომპრომისი არ მოხდება. ამიტომაც ვამბობთ, რომ თუ საქართველოს სურს ევროპულ გზაზე დარჩეს, ერთი ფეხით მოსკოვში ვერ იქნები. ეს ასე არ იმუშავებს“, - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.