ჩამოვედი თბილისში, სადაც დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მორიგი ბრძოლა მიმდინარეობს, - წერს სოციალურ ქსელში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, რომელიც თბილისს ეწვია ლატვიელ, ესტონელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასი, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მინისტრები ასევე შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.