თბილისის საქალაქო სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა „ქართული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს შოთიკო იამანიძეს, რომელიც 3 იანვარს ვეტერანი მეომრების საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის დროს სამართალდამცავებმა დააკავეს.
მას ბრალად წაუყენეს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება დასაშვებად არ სცნო.
„ქართული პარტია" თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 იანვრის გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.