დღესაც ემზადებიან ძალადობისთვის. ამათ მეტი არაფერი არ დარჩენიათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მიმართულები მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ბოტკოველის თქმით, ხელისუფლებისთვის ეს ძალადობა უკუშედეგს მოიტანს.
“დღესაც ემზადებიან ძალადობისთვის. ამათ მეტი არაფერი არ დარჩენიათ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პირიქით, უკუშედეგს გამოიღებს მათთვის და გამარჯვებას მოიტანს ქართველი ხალხისთვის. რაც არ უნდა ვუთხრა ახლა მე ივანიშვილის დეპუტატებს აზრი არ აქვს, მთავარი სათქმელი თქვა ქართველმა ხალხმა და ბოლოსაც იტყვის ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანთან ერთად.“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.