კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ლი ნოემბრისთვის... ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, - ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან მმართველ პარტოას მიმართა და განუცხადა, რომ მათ თამაშში არ შევა.
"გინდა რამე შეცვალოთ ამ კანონში?! თქვენი ნებაა - ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომლებსაც აქვთ რაღაც შენიშვნები და ცვლილებებს შემოგთავაზებთ ან მარტივი, თქვენ თვითონ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ლი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როდესაც, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება, თუ რას მოერგება... ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი - არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ თქვენც ამ კანონთან ერთად", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.