საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვა
სერბეთი სამბოს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონობა უშანგი მარგიანმა (88 კგ) და დავით ლორიაშვილმა (98 კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი ლუკა წიქვაძე (79 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ნინო ოძელაშვილი (72 კგ), ელენე ქებაძე (+80 კგ) და ელიზბარ თურქია (71 კგ) დაეუფლნენ. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატში ოცდაათი ქვეყნის შვიდასამდე სპორტსმენი მონაწილეობს.