გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა! - გახარია მთავრობას მიმართავს.
გახარია მუქარის შემცველ ზარებს ეხმიანება ამბობს, რომ "ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით."
"ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით.
მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით.
გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!
ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / state security service of georgia
ირაკლი შოთაძე - საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
ანზორ ჩუბინიძე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
Irakli Garibashvili
Kakha Kaladze" - წერს გახარია.