დროა, რომ გაერთიანებული, ერთად შეკრული საზოგადოება გავიდეს იმ გზაზე, რომელიც უნდა დამთავრდეს მშვიდობიანი, გამარჯვებული არჩევნებით, მე ამ გზაზე თქვენთან ერთად ვიქნები, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ეს დღე არის პირველი დღე, როცა ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს და ამავე დროს საქართველო უკვე არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ამ დროს ჩვენ ვიზეიმებთ და ვიზეიმებთ როგორც ქვეყანა, რომელიც იქნება უკვე ჩართული გაწევრიანების მოლაპარაკებებში და ეს იქნება არავისი დამსახურება, ეს იქნება თქვენი დამსახურება. თქვენ უკვე გვაჩვენეთ გზა, უკვე გვაჩვენეთ როგორი შეიძლება იყოს ხვალინდელი საქართველო - ხვალინდელი საქართველო იქნება უთუოდ მშვიდობიანი, წელში გამართული, თავისი ღირებულებების ერთგული, ძლიან ქართული და ძალიან ევროპული. გზა, რომელიც მიგვიყვანს ხვალინდელ საქართველომდე, ეს არის რთული გზა და საქართველომ იცის, რომ მისთვის არასდროს არ ყოფილა იოლი გზა არც დამოუკიდებლობისკენ და არც თავის თავისკენ, დღეს ჩვენ ასევე ~ვდგავართ რთულ გზაზე, მაგრამ მე ვიცი, მჯერა და ვხედავ, რომ ჩვენ ყველანი ერთად და არა ცალ-ცალკე მზად ვართ იმისთვის, რომ დავამარცხოთ გუშინდელი მტერი. არასდროს არ დაუბრუნდება საქართველო იმ ბნელ წარსულს, რომლისგანაც გამოვიდა და ვერავინ ვერასდროს ვერ დააბრუნებს საქართველოს იმ ბნელ წარსულში. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ უყველა იმ ადამიანს, რომელიც ომობდა დ ამოგვიყვანა დღემდე, ამიტომ ვართ პასუხისმგებელი და ვალდებული, რომ ჩვენ გზაზე გავიყვანოთ საქართველო, სადაც არის მისი მომავალი.
მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდებს, იმიტომ რომ გვაჩვენეთ ახალი ენერგია, გვაჩვენეთ ახლი შემართება, გვაჩვენეთ როგორი გვინდა ჩვენ რომ ვიყოთ და ისეთები ხართ - პასუხისმგებლები, ენთუზიაზმით აღსავსე, მაგრამ ამავე დროს თავშეკავებული, იცით, თუ რა რთულ გზაზე გავდივართ, ამიტომ მაქვს იმედი, რომ ერთად გავივლით ამ ძალიან რთულ გზას, ერთად და პარტნიორების დახმარებით. იმიტომ, რომ თქვენ და ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ვინ რა გააკეთა, რომ აქამდე მოვსულიყავით და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი.
ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს ევროპის დღეს იმ ცარიელი სკამებით, ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა, ისე, რომ ჩვენ არ დავუშვათ, რომ ვინმემ რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს, არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმე რამე კონფრონტაციაში შეგვიყვანოს.
როგორც აქამდე მშვიდობიანად, ხალისიანად, იმედიანად დადიოდით ამ გზაზე, ასევე უნდა გაგრძელდეს და მე მინდა მივმართო არა მხოლოდ ახლაგაზრდებს, ახალგაზრდების გვერდით უნდა იყვნენ უფროსები, ისინიც თავშეკავებული, აქ იმის დრო არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ვინმე გამოიყენოს, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თავისი თავის წარმოჩენა სცადოს, აქ იმის დროა, რომ გაერთიანებული, ერთად შეკრული საზოგადოება გავიდეს იმ გზაზე, რომელიც უნდა დამთავრდეს მშვიდობიანი, გამარჯვებული არჩევნებით, მე ამ გზაზე თქვენთან ერთად ვიქნები და ვიქნები ბოლომდე, ამ მშვიდობიან გზაზე, იმიტომ, რომ ვიცი გამოცდილებით, რომ სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს თუ არა მშვიდობიანი გზა, თუ არა ის გზა იქნება, რომელიც მტერს გაახარებს. ერთობით, მშვიდობით უნდა გავიაროთ ყველამ ერთად ეს გზა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.