ცნობები "სახალხო მტრების" სიების შექმნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმების შესახებ შემაშფოთებელია - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ის თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
“ცნობები დასაშინებელი სატელეფონო ზარების, "სახალხო მტრების" სიების შექმნის შეთავაზების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ სერიოზული თავდასხმების შესახებ შემაშფოთებელი და შემაწუხებელია. გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტების პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს“, - წერს მარგუს ცაჰკნა.