ხვალ, 25 ნოემბერს, 12:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტებისთვის მრგვალი მაგიდა გაიმართება.
ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი და მედიამკვლევარი გიუნტერ ფონ ლოევსკი მასმედიის წარმომადგენლებთან ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებს. დისკუსიამდე გერმანელი ექსპერტი პრესკონფერენციას გამართავს, რომელზედაც სტუდენტებისათვის სასტიპენდიო პროგრამებს წარმოადგენს.
გიუნტერ ფონ ლოევსკი თბილისს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მოწვევით სტუმრობს. ქართველი სტუდენტებისათვის გერნალემა ექსპერტმა რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალური მასტერკლასებიც გამართა.
პროფესორი გიუნტერ ფონ ლოიევსკი 1989 - 1997 წლებში "რადიო თავისუფალი ბერლინის" ხელმძღვანელი იყო. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი მის მიერვე დაფუძნებულ სასტიპენდიო პროგრამას "ჟურნალისტები საერთაშორისო ასპარეზზე" უძღვება.