კახეთში ტრაქტორის გამო დაწყებული დავა მკვლელობით დასრულდა.
70 წლის თენგის უთალიშვილმა კარის მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მიზეზი ტრაქტორი იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ უთალიშვილმა მამუკა ხელხელაურს ათხოვა.
თვითმხილველთა განცხადებით, თენგიზ უთალიშვილი მამუკა ხელხელაურს ტრაქტორის დაბრუნების შემდეგ დაუპირისპირდა. მეპატრონე ამტკიცებდა, რომ ხელხელაურმა მის ტრაქტორს ნაწილები შეუცვალა.
დაწყებული კამათი მკვლელობით დასრულდა. სროლის შედეგად ხელხელაური ადგილზე გარდაიცვალა.