რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზელენსკი ძებნილთა სიაში „სისხლის სამართლის კოდექსის“ მუხლით შეიყვანა. თუმცა მუხლი დაზუსტებული არ არის.
ვებგვერდზე განთავსებულია ზელენსკის ომამდელი ფოტო და მისი მონაცემები.