პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია.
“ძალიან ყურადღებით ვარ იმის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის და ეს არის სტაბილურობა. მსურს ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან სწორედ მათ დააინიცირეს მოვლენების ეს განვითარება, რომელიც არსაიდან მოვიდა, როდესაც მთელი ქვეყანა გაერთიანებული იყო ევროპულ გზაზე კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას დეკემბერში, რომელიც ასევე სრულად იყო გაერთიანებული, როდესაც ჩვენი ფეხბურთის გუნდი გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და სრულიად მოულოდნელად საქართველოს ხელისუფლებამ დააბრუნა ძალიან პროვოკაციული კანონი უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით უკვე მეორედ, და ასევე მთელი რიგი კანონებისა, რომლებსაც ერთმანეთის მიყოლებით ვეტოს ვადებ, რაც ეწინააღმდეგება რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა შევასრულოთ თუ გვსურს ვიხილოთ მოლაპარაკებების გახსნა წლის ბოლოს ან მალევე ამის შემდეგ. ასე რომ ამის გაკეთება იყო პროვოკაცია ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც უხაროდ იმის დანახვა თუ როგორ გაიხსნა ევროკავშირის კარი, ეს იყო ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის აღიქმებოდნენ რომ ევროკავშირი იყო ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების საუკეთესო დამცველი და ასევე დაცვის საშუალება რუსეთის ნებისმიერი შემდგომი იმპერიალისტური მცდელობების წინააღმდეგ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.