ქართველი ხალხი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის,- ამის შესახებ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს, ის საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ახლა მთავარია ერთიანობა.
"მთავარია ერთიანობა! ჩვენ ყველანი ევროპული ღირებულებების ერთგულნი ვართ.
ქართველი ხალხი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის. გაიმარჯვებს თავისუფლება და დემოკრატია!" - წერს X-ზე როთი.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით,
"მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც ავლენს ურყევ გამბედაობას და ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ", - დაწერა მაია სანდუმ.