ბიძინა ივანიშვილო, შენ დამთავრებული ხარ, სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გვითხრა, დაიღლებით, შეგეშინდებათო. არც დავიღლებით, არც შეგვეშინდება, ბრძოლა იქნება ბოლომდე, იქამდე, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში რუსეთი არ დამარცხდება. ხედავთ, რას აკეთებენ, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს, ყველას, მაგრამ ვერ ეღირსებიან, რომ დაგვღალონ ან შეგვაშინონ. წინა ხაზზე ვიდგები და არ მივცემ უფლებას, რომ ამ ახალგაზრდებს შეეხონ. მოვიდნენ, მე გადამიარონ, მე გამისწორდნენ ფიზიკურად , მაგრამ ამ ახალგაზრდებს ხელს ვერ დააკარებენ. არ შეგვეშინდება, ბიძინა ივანიშვილო, შენ დამთავრებული ხარ უკვე საქართველოში და გუშინდელი დღე ამის ნათელი მაგალითი იყო. სიცოცხლეს შევწირავთ, წინა ხაზზე ვიდგები, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ვიდრე ჩვენს ქვეყანას არ გავხდით ევროპული ოჯახის ნაწილს და ეს იქნება ძალიან მალე. ამ ღირსეულ ადამიანებთან ერთად ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ პარლამენტთან აქციაზე.