პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირებაა.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შესასვლელთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ.
პოლიციელებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ წიწაკის სპრეის გაშვებამდე გამაფრთხილებელი სიგნალი არ ყოფილა.
ადგილზე გამოიყვანეს სპეცრაზმელები და წყლის ჭავლის მანქანები. პოლიციამ პარლამენთან მიიტანა რკინის ბარიკადები.
მანამდე პარლამენტთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.