საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციაში გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, სანდრო ჯოხაძესა და თემუკა კოკოზაშვილს შეხვდა და მათ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადასცა.
ორივე ახალგაზრდა ცნობილი გახდა ფოტოდან, რომელიც 16 აპრილსაა გადაღებული, ახალგაზრდებს დროშები მხრებზე აქვთ შემოხვეული და სპეცრაზმელების წინ დგანან.
სკოლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძე, ამავე აქციაზე დააკავეს და ის სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა.