„კანონპროექტის სულისკვეთება, მიზანი წარმოადგენს რეალობასო და ხალხს ნუ ატყუებთ, უთხარით, რომ ისედაც არის გამჭვირვალობა, ისედაც აკონტროლებთ ყველა გადარიცხვას, არანაირი შავი ფული არ არსებობს, არანაირი დანაშაული არ არსებობს,“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, "ოცნება" საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრი და სინამდვილეში ევროკავშირზე უარის თქმა სურს.
„კანონპროექტის სულისკვეთება, მიზანი წარმოადგენს რეალობასო და ხალხს ნუ ატყუებთ, უთხარით, რომ ისედაც არის გამჭვირვალობა, ისედაც აკონტროლებთ ყველა გადარიცხვას, არანაირი შავი ფული არ არსებობს, არანაირი დანაშაული არ არსებობს. რას იტყუებით, რას ცრუობთ, ტელევიზიაში სხვა რამეს ამბობთ, შემდეგ ტექნიკურად მუხლთან დაკავშირებით კითხვას დაგისვამთ და არა, ეს არაფერ შუაშიაო იტყვით. სისხლის სამართლის დანაშაული რომელიმე არასამთავრობომ ჩაიდინა? არა, ასეთი არ ვიცით და ასეთი რომ იყოს სხვა უწყებები არსებობს ამისთვისო. გადარიცხვებს ვერ ვხედავთო და როგორ ვერ ხედავთ, ფინანსთა სამინისტრო აკონტროლებს ყველაფერს, ეს ბერკეტი გაქვთ და ეს ხომ არის, რომ მიზანმიმართულად აკეთებთ, ერთადერთი რამის გამო, რომ ევროკავშირზე თქვათ უარი, ამისთვის გჭირდებათ ეს კანონი, ნუ აყრით მოსახლეობას ნაცარს თვალში, რომ თითქოს რამე არ იცით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო, ძალოვანი უწყებები აკონტროლებენ აბსოლუტურად ყველა გადარიცხვას, თუ რამე დანაშაულია, ერთზე მაინც გამოძიება თუ არსებობს თქო და მეუბნებით ასეთი რამე არ არისო, თორემ გამჭვირვალობა რომ იყოს თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანი და ქვეყნის აგენტურა გაინტერესებდეთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ ფარცხალაძე არის „ფსბ-ს“ აგენტი, მისთვის ერთი კითხვა არ დაგისვამთ. რამდენი პარლამენტარის ბიზნესპარტნიორია ფარცხალაძე და რამდენთან მოჰქონდა ჩემოდნით შავი ფული. ფარცხალაძეზე როცა ვამბობდით, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რატომ არ დაუჭირეთ მხარი მაშინ? ან როცა მოსამართლეებზე ვამბობთ, რომ გამჭვირვალობას ვითხოვთ და პარლამენტმა გამოიძიეს მათი საქმე, რატომ გაიპარეთ პარლამენტიდან? ეგ არის თვალთმაქცობა. ერთადერთი, რის გამოც ამას აკეთებთ ბატონო ანრი, ეგ არის ევროკავშირზე უარის თქმა და გეყოთ ვაჟკაცობა და პირდაპირ თქვით, თქვენმა შეშინებულმა ფსიქოპათმა ბელადმა თქვა გუშინ, რომ არ სურს ევროკავშირი.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.