ბრიუსელში გაფართოებისადმი მიძღვნილი, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
შეხვედრის დაწყებამდე ევროპელმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტებზეც.
ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში ვერა იუროვამ განაცხადა, რომ განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ არ განვსაზღვრავენ სუბიექტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები.
„განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე. და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავება - ეს რამოდენიმე წუთის წინ უთხრეს თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრს და მე მაინტერესებს, თუ ამას გვეუბნება ჩვენ ევროკომისია, როგორ არ მოდის ეს წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან...
მე ვურჩიე მინისტრს, გადახედოს ჩვენს დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას. მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება არასამთავრობო ორგანიზაციებზე", - წაიკითხა სხდომაზე სამადაშვილმა.
ევროკომისრის ციტატები "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა და "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში სხდომაზე წაიკითხეს.