პარტია „ახალი“ ყველაფერს გავაკეთებთ სხვებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, რუსული ხელისუფლება საქართველოდან წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ, – ამის შესახებ „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გადარჩენის ვალდებულება მედასავლეთე ქართველებს აქვთ.
გვინდა გამოვეხმაუროთ ივანიშვილის გუშინდელ ზიზღით სავსე, შუღლის მთესველ, აგრესიულ, მუქარებით სავსე განცხადებას. ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში. ერთი მხრივ, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში, ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად. გუშინ მამულზე გველაპარაკნენ რუსები, ვისაც წართმეული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ვინც ჩვენი სახელმწიფოებრიობა 1783 წლიდან მოყოლებული გააუქმა და ჩვენ ის ბრძოლით და ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად დავიბრუნეთ", - განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, სამშობლო საფრთხეშია და ამიტომ სისტემა უნდა დაინგრეს.
გულწრფელად უნდა იქვას, ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენას. ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულს, უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რაც გამოიწვეს ქართველი ახალგაზრდების შეზღუდვას. ისინი სასწავლებლად ვეღარ წავლენ ვერსად რუსეთის და რუსული გავლენის ქვეყნების გარდა, ეს გამოიწვევს უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ინვესტორების გასვლას საქართველოდან, სამუშაო ადგილების ტოტალურ დაკარგვას და შემცირებას. სისტემა უნდა დაინგრეს, ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს, სამშობლო საფრთხეშია და ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ, - განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება გუშინდელი სახალხო შეკრების მონაწილეების მიმართ ბულინგის შესახებ დასმულ კითხვას, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „განსხვავებული აზრი, რომლის შინაარსიც სამშობლოს ღალატი და რუსეთის მხარდაჭერაა, ყველაფერს იმსახურებს“.
„განსხვავებული აზრი აქვთ მანიაკებსაც ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფასებთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ და რას ლაპარაკობდნენ ეს ადამიანები იქ. პირდაპირ ვამბობ, შეფასების უფლება აქვს ყველას, ამ დროს თავისთავად ცხადია, ადამიანის ხელშეუხებლობის უფლებები არ უნდა დაირღვეს. თუმცა, ქმედება, რაც გუშინ ჩაიდინეს რუსთაველის გამზირზე, იმსახურებს ყველაზე მწვავე და მძიმე შეფასებებს“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.