29 აპრილს ოდესაზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის ადმიისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი ავრცელებს.
მისი ღქმით, ოდესაზე რუსეთის გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაშავებული მოქლაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებებშ მკურნალობას 23 დაშავებული აგრძელებს. მათ შორის რვა დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, აქდან ოთხის უკიდურესად მძიმეა. მძუიმედ დაშავებულებს შორის არის ოთხი წლის გოგონა.
29 აპრილს რუსეთის არმიამ ოდესაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, 4 დაღუპულისა და 32 დაშავებულის შესახებ. ხანძარი გაჩნდა საერთაშორისო ჰუმანიტარული უნივერსიტეტში.