რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი სიგნალი მისცა ევროკავშირს მიიღოს მეტი ქვეყანა. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. მან თქვა, რომ იმედოვნებს, რომ 27 ქვეყნის ალიანსი და პოტენციური ახალი წევრები მზად იქნებიან 2030 წლისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მიშელმა განცხადება ოთხშაბათს გააკეთა ევროკავშირის გაფართოების "დიდი აფეთქების" 20 წლისთავის წინ. 20 წლის წინ, როდესაც ევროკავშირში მხოლოდ 15 ქვეყანა იყო, ბლოკს შეუერთდა კიდევ 10, ძირითადად ყოფილი კომუნისტური ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი და უნგრეთი და ხმელთაშუა ზღვის კუნძულები მალტა და კვიპროსი.
"ეს იყო ისტორიის მოწოდება ევროპული ქვეყნების გაერთიანებისკენ. ოცი წლის შემდეგ ჩვენ ვდგებით მსგავსი გამოწვევის წინაშე, რადგან არის გეოპოლიტიკური ქაოსი, მათ შორის რუსეთის ომის გამო უკრაინის წინააღმდეგ. “- დასძინა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ქვეყნებში, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირს 2004 წელს, მათი საერთო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა ევროკავშირის საშუალო ნახევრიდან მაშინდელ 80%-მდე
ახლა ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მიშელმა აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის ყველაზე დიდი პოტენციური წევრია, დაახლოებით 40 მილიონი მოსახლეობით და დიდი სოფლის მეურნეობის სექტორით.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, გაჩნდა ახალი იმპულსი, გაფართოების სტრატეგიის აღორძინება, ეს რთული გამოწვევაა. მაგრამ ალტერნატივა იქნებოდა საშინელი, უპასუხისმგებლო შეცდომა ევროკავშირის მხრიდან“, - ხაზგასმით აღნიშნა მან და მოუწოდა ევროკავშირს და კანდიდატ ქვეყნებს 2030 წლისთვის განახორციელონ ახალი გაფართოებისთვის საჭირო რეფორმები.