საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები კვირას, 28 აპრილს აქციის გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
"მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა." აცხადებენ ორგანიზაციები ერთობლივ მიმართვაში რომელსაც ამ დროისათვის 125 ხელმომწერი ჰყავს.