აქციის მონაწილეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.
მათი განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადანაცვლება მთავრობის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება.
მათ ევროკავშირს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა და საქართველოს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადეს.