აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 360 კონგრესმენმა 58-ის წინააღმდეგ.
კანონპროექტით, აშშ-ის პრეზიდენტს უფლებამოსილება ეძლევა, განახორციელოს გაყინული აქტივების კონფისკაციის პროცედურა და შემდგომ თანხები სპეციალურ ფონდებში გადარიცხოს - კომპენსაციის ფონდსა და უკრაინის მხარდაჭერის ფონდში.
აშშ-ის პრეზიდენტს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის ალგორითმთან დაკავშირებით კოორდინირება შეეძლება დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, ავსტრალიასთან და აშშ-ის სხვა პარტნიორებთან.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.