ქვეყანა სტაბილური უნდა დარჩეს და უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე ჩვენი გზით ევროპისკენ, არჩვენების თემა იქნება რუსეთი ან ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ახლა საქართველო უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, რადგან წლის ბოლოს შესაძლოა, გადავიდეს გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე.
„ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, რადგან წლის ბოლოს შესაძლოა, გადავიდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ასე რომ, ახლა რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია, ისევ დაიწყო განხორციელება და ცდილობს ამ გზის შეჩერებას. დღეს ცხადია, ხელისუფლებაც ეხმარება. მე შემიძლია ვეტო დავადო ამ კანონს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტოა, რადგან მათ შეუძლიათ ამ ვეტოს დაძლევა. ასე რომ, ახლა მთავარი საკითხია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მოზიდვა, რადგან ეს ასევე გამიზნულია პარტნიორებზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომლებიც მუშობენ საქართელოსთან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლებიც არიან ჩვენი ინსტიტუტების, დემოკრატიისკენ ჩვენ გზაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები. ეს სინამდვილეში გეოპოლიტიკური ომია, რბილი ომი, არა სამხედრო მოქმედება, რასაც ვხედავთ უკრაინაში, სხვა ტიპის ქმედება, რაც ასევე იცის რუსეთმა, როგორ გაატაროს რბილი ძალა... ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილება არასდროს შეიცვლება და ეს გადაწყვეტილება მიგვიყვანს ჩვენ ოქტომბრის არჩევნებზე“, - თქვა პრეზიდენტმა.
მან, ასევე ისაუბრა ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე მშვიდობიან აქციებზე.
„მე არ მჯერა, რომ ვნახავთ ძალადობას. ვხედავთ, რომ მოსახლეობა მშვიდობიანია. რაც ვნახეთ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ეს არის მშვიდობიანი აქციები, სადაც ბევრი ახალგაზრდა იყო, რომლებიც მღერიან და ცეკვავენ. დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება. ეს გახდება სტრატეგია მომავალი არჩევნებისთვის. ჩვენ ამ ქვეყანაში აღარ გვჭირდება ჩამოგდება ან რადიკალური გადაწყვეტილებები. ეს ქვეყანა სტაბილური უნდა დარჩეს და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე ჩვენი გზით ევროპისკენ. არჩვენების თემა იქნება რუსეთი ან ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.