კანცელარიასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ თუ აქციის მონაწილეები გასცდებიან პროტესტის მშვიდობიან ფორმებს, "პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად".
ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადის ამოიწურვის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი პრემიერ კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ. დემონსტრანტები მოითხოვენ „ქართულმა ოცნებამ“ გაიწვიოს კანონი და გაათავისუფლონ აქციებზე დაკავებულები.
პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ითხოვს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას.
„კობახიძეს უნდა ჩავხედო თვალებში და დაველაპარაკო. დღეს მან პარლამენტის მერე განგვიცხადა, რომ საქართველო დაიხურა როგორც ქვეყანა. თუ არ შეგვხდება, თუ-ზე იფიქროს კობახიძემ... მოვლენ ახლა კიდევ ლიდერები", - თქვა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, არ დაიშლებიან არ და კანცელარიასთან კიდევ უფრო მეტი ოპოზიციონერი ლიდერი მივა.