საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას ეხმიანება.
„რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!- წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
როგორც ცნობილია დღეს, პარლამენტმა, 83 ხმით კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.