რუსული კანონი დაბრკოლებაა ევროკავშირის გზაზე. მაგრამ 26 ოქტომბერს არჩევნებია, არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ხალხის ნება ვერ მოერევა არჩევნების გზით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდემტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-ის ეთერში განაცხადა.
„საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს ასეა ბოლო 30 წელია. ვინც მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, ის გამოხატავს არა საქართველოს ნებას, არა საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ რაღაც სხვას. როცა ინიციირებული კანონი არის კოპია იმ კანონისა, რომელიც პუტინის რუსეთში მიიღეს და ჩვენ ვხედავთ შედეგებს – რუსეთში არ არის ოპოზიცია, არ არის არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველაფერი კონტროლდება – ეს არის მომავალი, რომლის მისაღებადაც საქართველოს მოსახლეობა მზად არის”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე განაცხადა ხაზი გაუსვა, რომ რუსულ კანონს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უჭერენ მხარს, მაშინ, როცა საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მას ეწინააღმდეგებიან.
„ყველაფერი ნათელია. რუსული კანონი დაბრკოლებაა ევროკავშირის გზაზე. მაგრამ 26 ოქტომბერს არჩევნებია. არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ხალხის ნება ვერ მოერევა არჩევნების გზით”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.