რუსეთის უშუშროების საბჭოს ხელმზღვაბელის მოადგილე დმიტრი მედვედვი საქართველოში „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტეტსო აქციებს ეხმიანება და ამბობს, რომ ამაში აშშ-ის "ხელი ურევია".
„თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა პარლამენტში ქუჩის შეტაკებებისა და ხალისიანი ქართული თავპირისმტვრევის სფეროში გადავიდა.
ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, დაე პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ სარკეს. ყველა ამ აქციის მიღმა არის გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელი.
მთავარი, რაც „პროტესტანტებს“ არ მოსწონთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, რომ ეს არის, „რუსული იდეა“ და არა დასავლური ინიციატივა“, - წერს მედვედევი.