რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მეორე დღე თბილისში, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსული პარლამენტთან მიმდინარე აქციას მორიგი პოსტით ეხმიანება.
„რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მეორე დღე თბილისში. ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად არის პირდაპირი პროვოკაცია – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“, – წერს პრეზიდენტი X-ზე.