ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხმიანება.
„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიანიჭა კანდიდატის სტატუსი.
ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: კანონპროექტი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას და მის გაწევრიანების ტრაექტორიას, დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან და არ დაახლოებს მასთან“, - წერს შარლ მიშელი.