უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის დახმარების გარეშე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამარჯვების შანსი არ აქვთ. ამის შესახებ მან გამოცემა PBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„გულწრფელად გეუბნებით, ამ დახმარების გარეშე ჩვენ არ გვექნება გამარჯვების შანსი. მტერზე ბევრად ძლიერი უნდა იყო. სწორედ ამაზე ვლაპარაკობ. დღეს საარტილერიო ჭურვი გვავქს ერთი 10-თან. შეგვიძლია ასე გავუძლოთ? არა, ყოველ შემთხვევაში, ამ სტატისტიკით ყოველდღე უკან დაგვხევენ. თუ გვინდა 100%-ით დავიცვათ ის, რაც დღეს ჩვენს კონტროლს ექვემდებარება, ჩვენ ერთიდან უნდა გადავიდეთ შესაბამის მაჩვენებლებზე - ათი ათთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ძალიან უჭირთ, რადგან მათ უწევთ ბრძოლა უზარმაზარ რუსულ არმიასთან, რომელსაც ასევე სხვა ქვეყნები ეხმარებიან, მაგალითად ირანი, რომელმაც, ზელენსკის თქმით, თვეში 300-500 „შაჰედს“ აწვდის.
„როგორ უნდა ებრძოლო ამას თუ იარაღი არ გაქვს. როგორ შეიძლება მათი განადგურება? გეგმა ძალიან მარტივია. გასაგებია და ის არსებობს. არსებობს კონკრეტული იარაღი წინსვლისთვის. და არსებობს კონკრეტული იარაღი ცის დასაცავად. არსებობს კონკრეტული საშუალებები ცის გასახსნელად, რათა ხალხი წინ წავიდეს. ეს გეგმა არის ის, რაც ჩვენ ტექნიკურად ნამდვილად გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.