რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. „სპეცნაზი” წყლისა და გაზის ჭავლით მზად არის, გადავიდეს მოქმედებაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს. დაკავებები გრძელდება. საქართველო ხელახლა გასაბჭოებას არ დაუშვებს!“,- წერს პრეზიდენტი.