ზამთრის სარეაბილიტაციო სამუშაოსთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება.
ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, ყიფშიძის, ატენისა და ჭავჭავაძის ქუჩებს.
გაზის მიწოდება სულ 1500-მდე აბონენტს შეუწყდება. "ყაზტრანსგაზთბილისის" განცხადებით, კომპანია 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს და აბონენტებს გაზის მიწოდება ეტაპობრივად ხვალ საღამომდე აღუდგება.