მუშტი მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ სიფათში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ხომ იცით, რამდენჯერ გავლანძღულვარ „ოცნების“ ხალხთან ტყუილ-უბრალოდ, ფული აიღეს, შმული აიღესო. მაშინ ის გავბედე, რაც ვერავინ გაბედა ოპოზიციიდან. ყველას უნდოდა და არავის ერთი ადგილი არ ჰქონდა. არასდროს კაპიკი არ ამიღია. მე ვარ მართალი ჩემს საქართველოსთან. სულ ვცდილობდი, მეთანამშრომლა, მელაპარაკა. რუსეთში მიგვათრევენ, ხალხნო. „ქოცი“, „ნაცი“ არ აქვს მნიშვნელობა. რუსეთში მიგვათრევენ, ამას წყალი არ გაუვა. სამი საათია, ბლუკუნებენ. მდინარაძემ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა. ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი უნდა გავყაროთ თავისი რუსის კანონიანად. ამოვიდა ყელში. მივეცი ცხვირში იმ რუსის აგენტს. ბოდიში ყველასთან, მაგრამ ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტ-ში. ან ქართველები ვართ, ან მონები. ჩვენ არ ვართ მონები. მუშტი მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ სიფათში. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. მდინარაძეს, რუსის აგენტს მივეცი ცხვირ-პირში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.