უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, ეწვიოს უკრაინას.
Axel Springer-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ მას სურს მოისმინოს ტრამპის წინადადებები უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ არის დაინტერესებული ტრამპის ომის შეჩერების იდეით, რაც გულისხმობს რუსეთისთვის უკრაინის დიდი ტერიტორიების გადაცემას.
„თუ შეთანხმება არის ის, რომ ჩვენ დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები, მაშინ ეს ძალიან პრიმიტიული იდეაა, მე მჭირდება რეალური იდეა, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია,"- თქვა ზელენსკიმ.