რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი მთელი უკრაინის ხელში ჩაგდებას ცდილობს და ჩვენს ქვეყანაში საჰაერო თავდაცვის სისტემების არასაკმარისი რაოდენობა მას ამისკენ უბიძგებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"პუტინს მხოლოდ ძალის ესმის. ის იქცევა როგორც ცხოველი: თუ ვერ დაიცვა თავი, ის კიდევ უფრო მეტს გაანადგურებს. მისი სურვილია დაიპყროს მთელი უკრაინა", - თქვა მან BILD-თან ინტერვიუში.
ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინას გაუჭირდება არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ გადარჩენაც კი. BILD-თან ინტერვიუში მან განმარტა, რას ნიშნავდა მისი ეს განცხადება.
"ის {პუტინი} ყველაფერს გაანადგურებს. ის მოკლავს უამრავ ადამიანს. ხალხის უმეტესობა ვერ გაიქცევა, ამიტომ ბევრ მათგანს მოკლავს. ბევრი სისხლი იქნება. იქნება დიდი მსხვერპლი, ბევრი დანაკარგი. საუბარია ასობით ათასზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
საჭიროებებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, უკრაინას საჰაერო თავდაცვა სჭირდება. მან დასძინა, რომ უკრაინას აქვს დრონების კარგი წარმოება, მაგრამ „დრონები ვერ ჩაანაცვლებენ საჰაერო თავდაცვის, შორი მოქმედების რაკეტებს და არტილერიას“.