ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ბელარუსთან გამართა და 0:3 დამარცხდა.
მატჩი კვიპროსში საფეხბურთო კლუბ „ახნასის“ სტადიონზე გაიმართა.
ქართველი ფეხურთელები მომდევნო მატჩს 31 მაისს სტუმრად კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, 4 ივნისს კი კუნძულელებს თბილისში უმასპინძლებენ.
პირველი შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა ლიეტუვასთან თბილისში გამართა, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
ფოტო: ეროვნული ნაკრები