გაერო-ს დამკვირვებლებო აცხადებენ, რომ გასულ თვეში უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა რუსეთის ძალების გაძლიერეს დარტყმების შემდეგ.
ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა.
მარტში სულ მცირე 57 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა. ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია თებერვალთან შედარებით.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა, რომ მარტში უკრაინაში დაიღუპა ან დაშავდა სულ მცირე 604 მშვიდობიანი მოქალაქე, რაც 20%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, მარტში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო რუსეთის სამხედრო თავდასხმებით რაკეტებითა და საჰაერო დაბომბვით უკრაინის მასშტაბით და ფრონტის ხაზის სიახლოვეს.
გაერო-ს ცნობით, სამოქალაქო პირების მსხვერპლის უმეტესობა (93,5%) და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ყველაზე დიდი ზიანი კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაფიქსირდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მხოლოდ მარტში რუსულმა ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ 3000-ზე მეტი მართვადი ბომბი, 600 დრონი და 400 რაკეტა გამოიყენა.