ევროპული საქართველოს წევრებმა 9 აპრილის გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს.
გიგი წერეთლის თქმით, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, რომ კარგად გვახსოვდეს, თუ როგორი თავდადებისა და მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა.
„ჩვენ დღეს ვიხსენებთ ამ ადამიანებს და ამავდროულად იმ ძალიან მძიმე, თუმცა საამაყო დღეს ჩვენი ისტორიისთვის, როცა კონსოლიდაციამ აჩვენა, თუ კი საზოგადოებას მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ერში არსებობს მუხტი, ყველა ძალა უძლურია და ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება.
ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი პრაქტიკულად უწყვეტია წლების განმავლობაში. სწორედ ამიტომ, 9 აპრილი მუდმივად უნდა გვაძლევდეს სტიმულს, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ემუქრება ისეთი საფრთხეები, როგორიც დღეს აქვს. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ იმ ადამიანების, რომლებმაც თავი გაწირეს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ბედნიერი მომავალი“ - თქვა გიგი წერეთელმა.