ზაპოროჟიეში სამრეწველო საწარმოზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, 2024 წლის 8 აპრილს, რუსეთის ძალები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურას. რაკეტა ერთ-ერთ ადგილობრივ საწარმოს მოხვდა. დაბომბვის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და არიან დაშავებულებიც.
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
მოგვიანებით, ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფიოდორვის ინფორმაციით, რვა ადამიანი დაშავდა.
დაზიანებულია 14 შენობა, მათ შორის 7 მრავალსართულიანი კორპუსი, ჯანდაცვის დაწესებულება.