„თუ თქვენც თანხმდებით იმაზე, რომ ევროკავშირის ელჩები, ევროპელი ლიდერები ყველა მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, მინდა დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად ასეა. შესაბამისად , ჩვენ უკეთ შეგვიძლია საქართველოს ევროკავშირში შეყვანა,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ“, ლევან ხაბეიშვილმა კომპანოა „მეტა“-ს ადმინისტრაციის მიერ „ქართული ოცნების“ პოსტების დაბლოკვასთან დაკავშირებით განაცხადა.
„თუ თქვენც თანხმდებით იმაზე, რომ ევროკავშირის ელჩები, ევროპელი ლიდერები ყველა მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და ნამდვილად ასეა, მინდა დაგიდასტუროთ. თუ იმაზეც თანხმდებით, რომ მარკ ცუკერბერგი, პირობითად “ფეისბუქის” ადმინისტრაციაც მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და ზოგადად თვლით, რომ ცივილიზებული სამყარო მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, მე გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ასეა. მიხეილ სააკაშვილს და ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს დასავლეთში, ევროპაში, ძალიან ბევრი პარტნიორი.
შესაბამისად , მაშინ თქვენც უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ უკეთ შეგვიძლია საქართველოს ევროკავშირში შეყვანა. მგონი თქვენ გესმით, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ევროკავშირში შეყვანა. თქვენი ოჯახებისთვისაც იქნება ის სიკეთე, რომელსაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს. დამიჯერეთ, ეს ყველაზე აისახება , თქვენზეც აისახება - ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ მისამართით.