უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 8 აპრილის ღამეს ოდესის, მიკოლაევის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის და ჟიტომირის ოლქებში 17 რუსული შაჰედი ჩამოაგდეს.
„8 აპრილის ღამეს მტერმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის საჰაერო სივრციდან Kh-59-ის ტიპის მართვადი რაკეტით და 131/136-ის ტიპის შაჰედით 24 დარტყმა განახორციელა ყირიმიდან და რუსეთის ფედერაციის კურსკისა და იეისკის ოლქებიდან“, - ნათქვამია უკრაინის სააჰერო ძალების განცხადებაში.
მათივე ცნობით, უკრაინის ძალებმა მართვადი რაკეტა დნიპროპეტროვსკის რაიონში და 17 უპილოტო საფრენი აპარატი ოდესაში, მიკოლაევში, კიროვოგრადში, ხმელნიცკისა და ჟიტომირის რეგიონებში გაანადგურეს.
ოდესის ოლქში დაზიანდა სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ობიექტი. დაშავებულები არ არიან. მიკოლაევის ოლქში შაჰედის ნამსხვრევებმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 14 დასახელებას ელექტრონერგიის მიწოდება შეუწყდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.