ლიტერატორულ კონკურსში "საუკეთესო ქართული რომანი" მწერალმა აკა მორჩილაძემ გაიმარჯვა.
კონკურსში მონაწილეობას სულ 20 რომანი იღებდა, მათ შორის აკა მორჩილაძის რომანი "მამლუქი".
გამარჯვებული ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, ამიტომ მოგებული 10 ათასი ლარი კონკურსის ორგანიზატორი მის გამომცემელს, ბაკურ სულაკაურს გადასცეს.
აკა მორჩილაძის რომანი "მამლუქი" სულაკურის გამომცემლობამ 2009 წელს გამოსცა.