უკრაინა მოელის, რომ რუსეთი გააძლიერებს შეტევით მოქმედებებს გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში, პირველ რიგში დონეცკის მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის მთავარი დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა.
„ისინი {რუსეთის შეიარაღებული ძალები} მცირედ წინ მიიწევენ ჩასივ იარისკენ.
ისინი გადაადგილდებიან ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით, - განაცხადა ბუდანოვმა.
ამავდროულად, ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოსალოდნელი შეტევის დაწყებამდე ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება. „სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ ის კონტროლს ექვემდებარება“, - თქვა მან.
ამასთან, ბუდანოვი არ გამორიცხავს წელს უკრაინის შეტევის დაწყებას.
ამ თემაზე უფრო დეტალურად მას არ უსაუბრია.
როგორც ბუდანოვმა აღნიშნა, უკრაინას ახლა სჭირდება დამატებით საარტილერიო სისტემები დამატებითი და საბრძოლო მასალა.