უკრაინული მედიის ცნობით, 7 აპრილის ღამეს, ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში დრონებით მიიატნეს. დაზიანდა კერძო სახლი. დაშავდა სამი ადამიანი.
ოკუპანტებმა ასევე იერიში მიიტანეს ლოზვისა და ხარკოვის რაიონებზე.
როგორც უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, გასულ ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის მიერ გაშვებული 17 დრონი გაანადგურეს.